ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 23 ადამიანი დააკავეს – ამჯერად შეხლა-შემოხლა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მოხდა ყოფილი “მაგთი ქლაბის“ მიმდებარედ.

შსს-ს ცნობით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

აქცია თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან პლენარული სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა.

დაკავებულებს შორისაა ანა ჩრდილელი, თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატად “ქართული ოცნების” სიით წარდგენილი ოთარ ჩრდილელის შვილი. ცნობისთვის, ჩრდილელი საქართველოს პარლამენტის ორი მოწვევის (2012 და 2016 წლების) დეპუტატია.

იტვირთბა....