“შევისწავლეთ აგრარული უნივერსიტეტის საქმეც, სადაც გამოიკვეთა, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, კაცი, რომელიც ყველაფერს ყიდდა სინდისის გარდა, ბატონი ბენდუქიძე, აღმოჩნდა აურაცხელი, დიდი ქონების პატრონი, რომელიც თავის დროზე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეკუთვნოდა” – თქვა თეა წულუკიანმა პლენარულ სესიაზე, სადაც “ოცნების” წარმომადგენლებს მისი კომისიის დასკვნას აცნობს.
კახა ბენდუქიძემ 2007 წლის ბოლოს დააფუძნა ცოდნის ფონდი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში განათლებისა და მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა; აზიისა და აფრიკის ინსტიტუტისა და ESM ბიზნეს სკოლის შერწყმით მან შექმნა თავისუფალი უნივერსიტეტი, ხოლო მოგვიანებით ცოდნის ფონდის მმართველობაში გადავიდა ასევე აგრარული უნივერსიტეტი;
კახა ბენდუქიძის დაფუძნებულმა ცოდნის ფონდმა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2 წლის მანძილზე 17 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
კახა ბენდუქიძე 2014 წელს, 58 წლის ასაკში, ლონდონში გარდაიცვალა.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ “აგრარული უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით უძრავი ქონების პრივატიზების საქმეზე” გამოძიება დაიწყო. მთავარ პროკურატურაში კახა ბენდუქიძის დაკითხვა 11 საათი გაგრძელდა.

