დღეს საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი გაიმართა. 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა – მჭედლიშვილმა მუხლები გადააკვალიფიცირა. მან ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხვია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე გიორგი გორგაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი და ირაკლი მიმინოშვილი 2 წლით პატიმრობაში დატოვა.
ამ საკითხთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ეს საქმე იყო ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული, რაც მიზნად ისახავდა პროევროპულ სამოქალაქო პროტესტში მონაწილეობის გამო 8 სინდისის პატიმრის დასჯას.
” მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული „ჯგუფური ძალადობის ორგანიზებება ან მასში მონაწილეობა“ იმავე კოდექსის 226-ე მუხლით გათვალისწინებულ „ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით ან მასში მონაწილეობით გადააკვალიფიცირა.
საბოლოოდ, მან ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს 2.5 წელი მიუსაჯა, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, გიორგი გორგაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა” – წერია განცხადებაში.
უფრო ვრცლად იხილეთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვებ-გვერდზე.

