ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“8 პროევროპელი მომიტინგე დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა”- ზურაბიშვილი

ტერორი საქართველოში: კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენი დღეს: 8 პროევროპელი მომიტინგე დღეს დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა.

ეს არის რეპრესიები, რომელსაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს და რომელიც ძირს უთხრის თავისუფლებას, სამართლიანობას და საქართველოს ევროპულ გზას“, –ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

შეგახსენებთ, აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა – მჭედლიშვილმა მუხლები გადააკვალიფიცირა.

ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.
გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ინსაფ ალიევს კი 2 წლით.
იტვირთბა....