ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ 8 პირს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობა მიუსაჯა

აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოიტანა – მჭედლიშვილმა მუხლები გადააკვალიფიცირა.

პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა – მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზვიად ცეცხლაძე- 2,6 წ
ვასილ კაძელაშვილი- 2,6 წ
ვეფხია კასრაძე- 2,6 წ
ინსაფ ალიევი- 2 წ
თორნიკე გოშაძე- 2 წ
გიორგი გორგაძე- 2 წ
ნიკოლოზ ჯავახიშვილი- 2 წ
ირაკლი მიმინოშვილი – 2 წ
იტვირთბა....