არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ დღეს აქვს რესურსი, რომ დამიჭიროს” – ამის შესახებ გიორგი გახარიამ „TV პირველთან” საუბრისას განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ იქ არის ერთი საქმე აღძრული, მეორე საქმეა აღძრული, იქ ხმები მომდის, რომ კიდევ რაღაც სხვა საქმეებზე გამოძიების პროცესი გააქტიურებულია, მე არ ვთვლი, რომ „ოცნებას“ აქვს დღეს რესურსი, გიორგი გახარია დააპატიმროს.
მაგრამ „ოცნებას“ იმის რესურსი, რომ შემიზღუდოს პარტიული და პოლიტიკური საქმიანობა, მაშინ როდესაც საქართველოში ვიქნები, აქვს.
ვგულისხმობ იმას, რომ მატარონ სხვადასხვა საქმის დაკითხვებზე, შექმნან ამისგან რაღაც პიარული თემები, შემდგომ შემიზღუდონ ქვეყნის დატოვება, შემიზღუდონ მობილობა და ა.შ.
ფაქტია, დღეს „ოცნებას“ აქვს საჭიროზე ბევრი რესურსი, იმისთვის, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვაში ბევრად უფრო ეფექტური იყოს, მაშინ როცა მე ვიქნები თბილისში“, – თქვა გიორგი გახარიამ.

