ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო იქნება

საქართველოში საფრანგეთის ახალი ელჩი ოლივიე კურტო იქნება.

საფრანგეთის საელჩოს ცნობით, ოლივიე კურტო მანამდე ხელმძღვანელ პოზიციებს იკავებდა შეიარაღებული ძალების სამინისტროში. მან იმსახურა ლისაბონში, ანკარაში, ამანში, ალჟირსა და აბუ დაბიში პირველი მდივნის, მრჩევლის, ხოლო შემდეგ პირველი მრჩევლის თანამდებობებზე.

ოლივიე კურტოს მიღებული აქვს საპატიო ჯილდოები : საპატიო ლეგიონის კავალერი, ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი.

იტვირთბა....