ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუუქმა

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გიორგი ბაჩიაშვილს, 11-წლიანი პატიმრობის შეფარდების გამო, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუუქმა – მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

როგორც ცნობილია, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა. როგორც ვაჟა თოდუამ განაცხადა, ბაჩიაშვილს უკვე მისჯილი აქვს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და ის არ საჭიროებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას.

ბაჩიაშვილის ადვოკატის ლევან მახარაშვილის თქმით, ის პირველად დაეთანხმა ბრალდების მხარეს.

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულები უნდა გამოეკვლიათ, თუმცა, ის გადაიდო.

პროცესს ესწრებოდა როგორც გიორგი ბაჩიაშვილი, ასევე მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძე.

იტვირთბა....