ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის გამო, აეროპორტის ტერიტორიაზე GPS სისტემა გაითიშა – Financial Times

ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთის აეროპორტში ქაღალდის რუკების გამოყენებით დაეშვა, რადგან, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან ჩარევის გამო, აეროპორტის ტერიტორიაზე GPS სისტემა გაითიშა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

“აეროპორტის ტერიტორიის GPS სისტემა გაითიშა. აეროპორტის გარშემო ერთსაათიანი ფრენის შემდეგ, თვითმფრინავის პილოტმა გადაწყვიტა თვითმფრინავი ხელის მართვით ანალოგური რუკების გამოყენებით, დაესვა, ეს უდავო ჩარევა იყო“ – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ გამოცემასთან საუბარში.

როგორც ცნობილია, ბულგარეთის საჰაერო მოძრაობის მომსახურების სამსახურმა Financial Times-თან კომენტარში ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

იტვირთბა....