ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

დღეს ბრიუსელში ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

რუსეთის მიერ, ბოლო დღეებში განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმების გამო, ბრიუსელში დღეს ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება.

დღეს ბრიუსელში უკრაინის მოთხოვნით და რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ჩვენ ველით, რომ რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის უარყოფისა და უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის ესკალაციის ადეკვატური რეაგირების მიზნით ერთობლივ ნაბიჯებზე ფოკუსირებული დისკუსია გაიმართება. მადლობას ვუხდით ნატოს და ყველა მოკავშირეს, რომლებიც კვლავაც აგრძელებენ უკრაინისა და სამშვიდობო ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოვლენას. ომის გახანგრძლივების შედეგად მოსკოვმა უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა იგრძნოს” – წერს X-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა.
 28 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე მასიური იერიში მიიტანა, რომლის შედეგადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს ამ მასშტაბის პირველი დარტყმაა აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ალასკაში შეხვედრის შემდეგ. უკრაინა-ნატოს საბჭო 2023 წელს შეიქმნა და მან ნატო-უკრაინის კომისია ჩაანაცვლა.
იტვირთბა....