საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკომისიას ანგარიში გადაუგზავნა. რა წერია დოკუმენტში უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ “მთავარი” ავრცელებს. უწყებაში მათ უდასტურებენ, რომ ანგარიში დადგენილ ვადაში, გუშინ მიაწოდეს.
“გუშინ, დადგენილ ვადაში მოეწოდა ევროკომისიას ანგარიში” – ამბობენ უწყებაში.
ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს დემოკრატიის სერიოზული უკუსვლის გამო. “ოცნებას” რეკომენდაციების შესრულების ვადა 31 აგვისტოს ამოეწურა.

