ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ევროპული ქვეყნები რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარების განლაგების საკმაოდ მკაფიო გეგმებს ამუშავებენ, როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროპული ქვეყნები რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ჯარების განლაგების საკმაოდ მკაფიო გეგმებს ამუშავებენ, როგორც უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიას” – ამის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თითოეული ქვეყანა ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, მაგრამ, მისი აზრით, შესაძლო სამომავლო მისია რეალურ კონტურებს იძენს. ფონ დერ ლაიენმა დეტალები არ გაამხილა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე, მათ შორის შეერთებული შტატების მონაწილეობით, დისკუსიები „ძალიან კარგად“ მიმდინარეობს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტრამპისგან მიიღო გარანტიები რიგი ევროპული ქვეყნებიდან უკრაინაში ჯარების შესაძლო განლაგების მხარდაჭერის შესახებ.

 “ტრამპს მშვიდობა სურს და პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ ზის“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა, რომ რაც უფრო მეტად განსხვავდება რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები მისი ქმედებებისგან, მით უფრო მეტ „ნეგატიურ გამოცდილებას“ მიიღებს ტრამპი მასთან ურთიერთობისგან.

 ფონ დერ ლაიენმა უკრაინის არმიის დაფინანსების გაგრძელება მნიშვნელოვან ამოცანად დაასახელა, მათ შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც.

 ნატოს ევროპული ქვეყნების ნაწილმა გამოაცხადა მზადყოფნა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ჯარები გაგზავნონ, როგორც შემაკავებელი ძალა. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს მისთვის მიუღებელია.

 ხუთშაბათს პარიზში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ლიდერების მონაწილეობით შეხვედრაა მოსალოდნელი, სადაც უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.

იტვირთბა....