ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა.

როგორც ფაშინიანი წერს, შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯების მნიშვნელობას.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობაზე. ფაშინიანის განცხადებით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

იტვირთბა....