რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა – “დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა: ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო” – ამის შესახებ პუტინმა განაცხადა შეხვედრის დასაწყისში.
“ძალიან მოხარული ვარ თქვენი ნახვით და დღევანდელი და ხვალინდელი ღონისძიებების ფარგლებში საუბრის შესაძლებლობით. დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და ბევრი საკითხი დაგროვდა, ორმხრივი, რეგიონალური, საერთაშორისო. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა სასარგებლო და შინაარსიანი იქნება. მიხარია თქვენი ნახვა“ – აღნიშნა პუტინმა

