“ნახვამდის საქართველო, მადლობა საფრანგეთის გუნდს ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში” – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი სოციალურ ქსელში წერს, რომელსაც ელჩად მუშაობის ვადა ამოეწურა.
“ნახვამდის საქართველო. მადლობა საფრანგეთის გუნდს მათი ურყევი თავდადებისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის ფრანგულ-ქართული მეგობრობის საქმეში. მეც ისეთივე დამძიმებული გულით ვტოვებ მას, როგორც ქართველები. გაუმარჯოს!” – წერს გასრი.

