ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პუტინი არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ის მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთში, საქართველოში, ყირიმში და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

“პუტინი არ შეცვლილა და არ შეიცვლება, ის მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთში, საქართველოში, ყირიმში და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში” – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

“გამოცდილებიდან ვიცით, რომ მისი შეკავება მხოლოდ შეკავების ძლიერი საშუალებით არის შესაძლებელი და ამიტომ, ევროკავშირში და კერძოდ, წინა ხაზზე ჩვენი თავდაცვის პოზიციის გაძლიერებასთან დაკავშირებით კოორდინირებული, ზუსტი და სწრაფი უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, მომდევნო კვირების განმავლობაში მოვამზადებთ გზამკვლევს, თუ როგორ ჩავდოთ დამატებითი თავდაცვის თანხები ევროპაში ჩვენს თავდაცვის პოზიციაში“ – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

იტვირთბა....