სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, სომხეთი და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.
როგორც ცნობილია, შესაბამისი შეთანხმება ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში, მხარეებს შორის გამართული შეხვედრის დროს შედგა.
შეხვედრას სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ესწრებოდნენ

