დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევიდან უკან დახევას – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Axios-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩვენ დავსხდებით და დავაკვირდებით. დაე, ცოტა კიდევ იომონ, ვნახოთ, რა იქნება“, – ციტირებს წყაროს „აქსიოსი“. ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ზოგიერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი ევროპელ ლიდერებს „მთავარ დაბრკოლებად“ განიხილავს კონფლიქტის დარეგულირების გზაზე, რომლებიც, მათი თქმით, საჯაროდ მხარს უჭერენ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას, თუმცა ფარულად ცდილობენ „პროგრესის გაუქმებას“, რომელიც ალასკის სამიტზე იქნა მიღწეული. მათივე თქმით, ევროპელი ლიდერები ზეწოლას ახორციელებენ ვოლოდიმირ ზელენსკიზე, რომ მან „საუკეთესო შეთანხმებას“ მიაღწიოს. „ევროპელებს არ შეუძლიათ, აჭიანურონ ომი და კულისებში მხარს უჭერდნენ დაუსაბუთებელ მოლოდინებს, ამავდროულად, იმედი ჰქონდეთ, რომ ამერიკა დაფარავს ხარჯებს. ევროპას თუ სურს ამ ომის ესკალაცია, ეს მისი საქმეა, თუმცა ის უიმედოდ განიცდის მარცხს, გამარჯვების ნაცვლად“ – ამბობს წყარო.

