საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის კანცლერთან მოალაპარაკებების შემდეგ განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ, საერთაშორისო სამიტებზე ან სხვა ლიდერებთან დაფიქსირებული პოზიციები კარგად აჩვენებს, თუ რამდენად დაუნდობელია იგი.
„როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამია დგას, მე მჯერა, რომ ეს აღწერს იმას, რასაც ძალიან ღრმად გრძნობენ ქართველები, უკრაინელები და მრავალი სხვა ერი. ანუ ეს რის ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ავტორიტარიზმისკენ გადახვევა და რევიზიონისტული იმპერიალიზმის ლიდერობა.
ჩვენ ნათლად ვხედავთ განსხვავებას პრეზიდენტ პუტინის მიერ, საერთაშორისო სამიტებზე ან სხვა ლიდერებთან დაფიქსირებულ პოზიციებსა და ადგილზე არსებულ რეალობას შორის – ეს აჩვენებს, თუ რამდენად დაუნდობელია ის. მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება; ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას, რათა დამატებითი სანქციები დაწესდეს ჩვენი მხრიდან და ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, რათა რუსეთი აიძულონ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“ – ამბობს პრეზიდენტი მაკრონი.

