ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს არის “გამარჯვებული ბიჭების” საქმე!” – გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი

“ეს არის “გამარჯვებული ბიჭების” საქმე!” – ამის შესახებ გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ სასამართლოში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

“ყველა საქმეს ჭირდება სახელი, განსაკუთრებით, საქმეს, რომლის მიმართაც ამხელა საჯარო ინტერესი არსებობს.

ყველა ტერმინი, პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები, რეჟიმის ტყვეები, სწორია და მართალია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი, მთავარი სახელი:

ეს არის გამარჯვებული ბიჭების საქმე!

გამარჯვებული ვართ ბევრი მიზეზით, იმიტომ, რომ ძმები ტერიშვილების ამბავს საუკუნეები შეინახავს ამ ქვეყნის ისტორია. გამოკეტეთ ონისე, მაგრამ ვერაფრით გამოკეტეთ ონისეს იუმორი. ანდრო ციხეშიც არ წყვეტს მწვერვალების დაპყრობას. ჩვენს უკრაინელ ძმებს ვერ გადააჩვიეთ ბრძოლა სინათლის მხარეს. გამარჯვებულია იკა ქერაშვილი, იმიტომ, რომ წამით არ გაჩერებულან ქეთუნა, ქეთი და ბატონი კახა მისთვის. გამარჯვებულები არიან ვაკო და ლუკა, იმიტომ, რომ როცა ნათელი მომავალი აუცილებლად დადგება, ზუსტად ეცოდინებათ, რა გაიღეს მისთვის. გამარჯვებულია რეზო კიკნაძე, რომლის ხმა, მაშინაც ისმოდა, როცა დარბაზში არ ყოფილა. გამარჯვებულია ჯანო, იმიტომ, რომ გაიზრდებიან მისი შვილიშვილები და ძლიერი, დამოუკიდებელი საქართველოს ქუჩებში ივლიან ამაყი და მხრებგაშლილი, ხმამაღლა იტყვიან, რომ მათი ბაბუ, მარადიული ჯარისკაცი – ჯანო არჩაიაა. გამარჯვებულია გური მირცხულავა, იმიტომ, რომ ჩვენ თქვენ წაგართვით გადაწყვეტილების მიღების უფლება, თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ გამოაცხადოთ იგი. გამარჯვებული ვარ მე, რადგან მქონდა პატივი მათ მხარდამხარ მებრძოლა“ – ომარ განაცხადა ფურცელაძემ.

იტვირთბა....