ახალი ამბები მთავარი

“ბოიკოტისტმა რვა პარტიამ ახლა უკვე ერთმანეთსაც გამოუცხადა ბოიკოტი” – ტატა ხვედელიანი

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი ტატა ხვედელიანი თამარ ჩერგოლეიშვილის გარშემო დატრიალებულ ამბავს ეხმაურება და მის ქმედებებს ამორალურსა და მიუღებელს უწოდებს.

„ზოგადად, ეს პირადი ცხოვრების საკითხების ასე საჯარო განხილვა, ბავშვების თემების ასე საჯაროდ წარმოჩენა, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, რაც არის მიუღებელი. სწორედ ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენთვის მიუღებელი და წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნებისმიერი განშტოება, რადგან ეს ხელწერაც ჩანს მათ ყოველდღიურობაში“, – აცხადებს ტატა ხვედელიანი.

ასევე ეხმაურება თინა ბოკუჩავას მიმართვას რვა ოპოზიციური პარტიისადმი, რომ გაემიჯნონ თამარ ჩერგოლეიშვილსა და მის ქმედებებს.

„ამაზე კომენტარი არასერიოზულიც იქნება, რადგან ჩვენ არ შევდივართ. ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გამიჯნული ვართ მათი გარჩევებისგან, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ბრძოლაში ვართ რეჟიმთან და ეს არის ნამდვილი ბრძოლა. გაათმაგებული ძალით ვიბრძვით, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა, რადგან დღეს „ქართული ოცნების“ რეჟიმი მძვინვარებს საქართველოში, რომელსაც ყველა ეტაპზე  ასე უფასოდ და ასე სარფიანად ეხმარება „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ჩანს, ბოიკოტისტმა რვა პარტიამ ახლა უკვე ერთმანეთსაც გამოუცხადა ბოიკოტი. ეს მოსალოდნელი იყო, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რეჟიმთან ბრძოლა არ არის მარტივი, ეს უნდა იყოს თანმიმდევრული, მყარი პოზიციებით, შესაბამისად, მათ თავიდანვე გამოავლინეს საკუთარი არამყარი პოზიციები. ახლაც ამიტომ არის მათ გადაწყვეტილებებში ასეთი განსხვავებები და უცხადებენ ბოიკოტს ერთმანეთს. ამ პროცესში საერთო მიზანი, საერთო შედეგი ზიანდება, ზიანდება ქართველი ხალხი და ეს რადიკალური სცენარები და გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ უარეს მდგომარეობაში აყენებს ჩვენს ხალხს.  ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, სეირის მაყურებელი იყოს ამ პროცესში. ეს სამწუხაროა, რადგან სრულიად სხვა სურათი შეიძლება, დამდგარიყო იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა მყარი და თანმიმდევრული გადაწყვეტილებები, რეჟიმთან უკომპრომისო ბრძოლაში. ბოიკოტის არჩევა ჩემთვის არის უბრალოდ კოლაბორაციონიზმი და „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს“, – აცხადებს ხვედელიანი.

იტვირთბა....