“რვიანი“ ვერ დაიშლება, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე, იმედია, ერთმანეთის ჯინაზე ამას არ იზამენ – აღნიშნულის შესახებ „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.
“დააფიქსირებს თუ არა ელენე ხოშტარია პოზიციას ბავშვის მიმართ საშინელ საქციელზე?“; „დაგმობს თუ არა ჩერგოს ელენე ხოშტარია?“; „რვიანი“ იშლება? ვერ შეუკრიათ ერთობა“; „13-ში გასვლას აზრი აქვს?“; „რას იტყვის „რვიანის“ წევრი ელენე ხოშტარია“; „დაველოდოთ აბა, რა ტაქტიკურ სვლას აირჩევს“ – სირცხვილია, მეგობრებო. ჩერგო ძალიან ცუდად მოიქცა, „რვიანი“ ჩერგოს ხასიათზე არ აწყობილა და არც არავის ხასიათზე. ამორალური ბევრი გიჭამიათ სათითაოდ, ძალიან ბევრი. ქვეყანას დიდი პრობლემები აქვს და პოლიტიკოსებს ჩვენს პირად და პარტიულ ეგოებზე უფრო დიდი ამოცანა: ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში. ყველაფერი, რაც ამას უშლის ხელს, არის მავნებლობა ან უპასუხისმგებლობა.
Ps. იმედია, „რვიანი“ ვერ დაიშლება, რადგან მაშინ არჩევნებში უნდა შევიდეს რომელიმე. იმედია, ერთმანეთის ჯინაზე მაგას არ იზამენ. სხვა არაფერია „რვიანი“.
Ppppssssa შიმშილობას აღარ ვაპირებ – წერს ელენე ხოშტარია.

