ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ევროპელი ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის 40-კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას განიხილავენ – Politico

Politico – ს ცნობით ევროპელი ლიდერები რუსეთსა და უკრაინას შორის 40 – კილომეტრიან ბუფერის ზონის შექმნის გეგმას განიხილავენ. მედიის ცნობით ეს ერთ-ერთია იმ რამდენიმე გეგმათა შორის, რომლებსაც ევროპელი ლიდერები განიხილავენ უკრაინაში ომის შემდგომი მშვიდობის შესანარჩუნებლად.

„ის ფაქტი, რომ ოფიციალური პირები ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის ბლოკირებას მყიფე მშვიდობის დასამყარებლად, მიუთითებს ნატო-ს მოკავშირეების სასოწარკვეთილ სურვილზე, რომ გამონახონ გზა ომის დასასრულებლად, რომელიც თითქმის ოთხი წლის წინ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გამოხატა ბრძოლის შეწყვეტის სურვილი. მოსკოვმა ხუთშაბათს კიევის ცენტრში იშვიათი თავდასხმა განახორციელა“, – წერს Politico.

აღსანიშნავია, რომ ამერიკა ამაში ჩართული არ არის და ჯერ-ჯერობით ისიც უცნობია დათანხმდება თუ არა უკრაინა ამას, რადგან ამ გეგმას თავისთავად ტერიტორიული დათმობებიც მოჰყვება.

იტვირთბა....