უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვირტუალური შეხვედრა გამართა პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და დანიის ლიდერებთან, კაროლ ნავროცკისთან, გიტანას ნაუსედასთან, ედგარს რინკევიჩსთან, ალარ კარისთან და მეტე ფრედერიქსენთან.
მოლაპარაკებების მთავარი თემები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, არმიის გრძელვადიანი მხარდაჭერა და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა იყო.
“უსაფრთხოების გარანტიებზე როდესაც ვსაუბრობთ, ჩვენ გვჭირდება მკაფიო პასუხები – ვინ დაგვეხმარება დაცვაში მიწაზე, ჰაერში და ზღვაზე, თუ რუსეთი კვლავ მოვა? და როგორ შეგიძლიათ, ამაში მონაწილეობა მიიღოთ. მე გთხოვთ განსაზღვროთ თქვენი როლი. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაინახოს, რომ ჩვენ ევროპაში ერთიანები ვართ ომის დასრულების გადაწყვეტილებაში“ – განაცხადა ზელენსკიმ.

