კიევზე რუსეთის იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა, მათ შორისაა 4 ბავშვი.
რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე რაკეტებით იერიში 27-28 აგვისტოს მიიტანა.
თავდასხმას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც დაწერა, რომ ნანგრევებში შესაძლოა ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები.
“რუსეთი ირჩევს ბალისტიკას და არა მოლაპარაკებების მაგიდას. ირჩევს მკვლელობების გაგრძელებას და არა ომის დასრულებას. რუსეთი აქამდე სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოს ნაწილი ბავშვების მკვლელობაზე თვალს ხუჭავს და პუტინისთვის გამართლების ძებნას აგრძელებს”. – წერს ზელენსკი.

