ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მალე სანქციების მორიგ, მე-19 პაკეტს წარვადგენთ!” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

 მალე სანქციების მორიგ, მე-19 პაკეტს წარვადგენთ, – ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„კიევზე თავდასხმით, რომელმაც ასევე ჩვენი ოფისი დააზიანა, აღშფოთებული ვარ. ახლახან ელჩის მოადგილეს ვესაუბრე და მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. თავდასხმა ჩვენი დიპლომატიური მისიიდან ძალიან ახლოს მოხდა. ეს კიდევ ერთი მტკივნეული შეხსენებაა იმისა, თუ რა დევს სასწორზე.

ეს ჩვენი სანქციების რეჟიმის გამკაცრებას ნიშნავს. მალე სანქციების მორიგ, მე-19 პაკეტს წარვადგენთ. ამასთან, ჩვენ გაყინულ რუსულ აქტივებზე მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ისინი უკრაინის თავდაცვასა და აღდგენას მოხმარდეს“ – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდეტმა.

შეგახსენებთ, 28 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაზე მასობრივი იერიში მიიტანა.

ამჟამინდელი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

რუსეთის დარტყმების შედეგად, კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობაც დაზიანდა.

 

იტვირთბა....