ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევში, რუსეთის დარტყმების შედეგად, დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა.
“რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა.
ამ სასტიკ თავდასხმებს მკაცრად ვგმობ. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მშვიდობაზე უარს აცხადებს და ტერორს ირჩევს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებს, მათ ოჯახებსა და ყველა უკრაინელს, ვინც ამ აგრესიას უძლებს” – წერს მარტა კოსი.
The EU Delegation in Kyiv was damaged by today’s Russian strikes on civilian areas.
I strongly condemn these brutal attacks, a clear sign that Russia rejects peace & chooses terror.
Our full solidarity goes to EU staff, their families, & all Ukrainians enduring this aggression. pic.twitter.com/FA9hKMq3LJ
— Marta Kos (@MartaKosEU) August 28, 2025

