პროევროპული აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვა პირის საქმე დასკვნით ეტაპზეა.
დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატი, ელგუჯა ავსაჯანიშვილი და ზვიად ცეცხლაძის ადვოკატი დავით ჭიკაიძე წარმოთქვამენ. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ, ბრალდებულები საბოლოო სიტყვით ისარგებლებენ.
დაკავებული რვა პირიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

