დღეს მოლდოვა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს. როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოლდოვაში ჩავლენ.
“თქვენ მსოფლიოს აჩვენებთ, თუ რას ნიშნავს დამოუკიდებლობა: თავისუფლება აირჩიოთ თქვენი გზა და მომავალი. დღეს ევროპის გული ევროკავშირისკენ გზაზე თქვენთან ერთად სცემს“ – წერს კაია კალასი X-ზე.
“დღეს ჩვენ მოლდოვის დემოკრატიას, მისი ხალხის გაუტეხელ სულსა და მათ თავისუფლების სიყვარულს აღვნიშნავთ. საერთო ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე თქვენს გვერდით ვართ“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

