ეს შოკისმომგვრელი და მიუღებელია – გაერო ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „საჭიროა სამართლიანობის აღდგენა“.
“ეს შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ბევრი კითხვა ჩნდება ჟურნალისტების მიზანში ამოღებასთან დაკავშირებით, აუცილებელია ყველა ამ ინციდენტის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა“ – განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა თამინ ალ-ხიტანმა.

