ახალი ამბები მთავარი

“ჩვენ სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში მკვლელობის საქმეებში დამნაშავეების მიმართ სიკვდილით დასჯის დაწესებას უჭერს მხარს.

„აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, ჩვენ სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ. ეს ძალიან ძლიერი პრევენციული ღონისძიებაა და ყველა, ვინც ეს მოისმინა, ამას ეთანხმება. არ ვიცი, მზად ვართ თუ არა ამისთვის ამ ქვეყანაში, მაგრამ გვექნება თუ არა ეს? – ჩვენ არჩევანი არ გვაქვს. ასე რომ, შტატებს მოუწევთ საკუთარი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ თუ ვინმე ვინმეს მოკლავს, ამისთვის სიკვდილით დასჯა იქნება“, – აცხადებს ტრამპი.

იტვირთბა....