ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას” – სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკური მართლმსაჯულება ჩქარობს სინდისის პატიმრებისთვის ნაჩქარევი განაჩენის გამოტანას – აღნიშნულის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

“არანაირი მტკიცებულება, არანაირი დამაჯერებელი ბრალდება და პოლიტიკურმა ლიდერებმა მოსამართლეებს საჯაროდ მისცეს დავალება. რუსული ტიპის „სამართლიანობა“! – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის პროცესს ესწრება.

იტვირთბა....