საქართველოში 2008 წელს შეჭრის შემდეგ, პუტინს იშვიათად დაუცავს დაპირებები – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგული მედიისთვის, TFIINFO-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„2007-2008 წლიდან პრეზიდენტ პუტინს იშვიათად შეუსრულებია მისი დაპირებები. ის მუდმივად წარმოადგენს დესტაბილიზაციურ ძალას და საკუთარი ძალაუფლების გასაფართოებლად მიისწრაფვის საზღვრების გადახედვისკენ“, – აღნიშნა მაკრონმა.
მან რუსი დიქტატორი „მტაცებლად“ მოიხსენა და ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ პუტინი “მტაცებელი მონსტრია ჩვენს კარიბჭესთან“.

