უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპთან შესახვედრად ვაშინგტონში ჩავიდა.
უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს და დაწერა, რომ უკრაინის და მისი პარტნიორების მიზანი ომის სწრაფად დასრულებაა.
შეგახსენებთ, რომ ზელენკისა და ტრამპის გარდა, ვაშინგტონში ჩავლენ და მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

