„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას 21% დადებითად აფასებს. მას საშუალოდ გამოკითხულთა 48% ფასებს, ხოლო 14 % ძალიან ცუდად.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, დავით ბაქრაძის საქმიანობას დადებითად 34% აფასებს, ხოლო ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას – 6%.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.