„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 42 % საშუალოდ აფასებს.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 27 % პრემიერ-მინისტრის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 26 % კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.