ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“თუ პუტინი შეხვედრის შემდეგ ომს არ შეწყვეტს, ამას მძიმე შედეგები მოჰყვება” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ანკორიჯის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.

აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მალევე გაიმართება მეორე შეხვედრა.

“შედგები იქნება. არ მჭირდება, ახლა თქმა, მაგრამ მძიმე შედეგები იქნება” – ასე უპასუხა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჟურნალისტის კითხვას, გადადგამს თუ არა აშშ ნაბიჯებს იმ შემთხვევაში, თუ ვლადიმირ პუტინი პარასკევს, აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ არ დათანხმდება ომის შეწყვეტას.

ამასთან, ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბარიც შეაფასა და ის 10 ქულით შეაფასა.

ჩვენ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ევროპელ ლიდერებთან. პრეზიდენტი ზელენსკიც იყო ამ შეხვედრაზე. შევაფასებდი მას 10 ქულით. ძალიან მეგობრული იყო. მე ვიცნობ ლიდერებს, რადგან ნატოს სამიტზე ვიყავი და ახლა 5 პროცენტს იხდიან თავდასცვისთვის. ყოველთვის ვამბობდი რომ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრას ვაპირებდი და ამის შემდეგ დავურეკავ ლიდერებს და პრეზიდენტ ზელენსკის. არსებობს კარგი შანსი რომ გვექნება მეორე შეხვედრა, უფრო პროდუქტიული ვიდრე პირველი. რადგან პირველ შეხვედრაზე ვაპირებ გავიგო სად ვართ და რას ვაკეთებთ. თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, მალევე გვექნება მეორე შეხვედრა. ვისურვებდი რომ დაუყოვნებლივ გაიმართოს და ეს იქნება პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა ჩემთან ერთად, თუ სურვილი ექნებათ. პირველ შეხვედრაზე შეიძლება კარგი ამბები მოხდეს, მაგრამ ეს იქნება მომზადება მეორე შეხვედრისთვის.”- განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

იტვირთბა....