ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსახლეობის 31%-მა იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 58%-მა არ იცის, ვინ არის არის მისი რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში.

კითხვაზე სწორი პასუხი გასცა გამოკითხულთა 31%-მა, არასწორი პასუხი გასცა – 11%-მა.

საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 – მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.

იტვირთბა....