ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სოციალურად დაუცველები ყოფილი ჰოსპიტლის შენობის დატოვებას არ აპირებენ

ისნის გამგეობასთან ყოფილი ჰოსპიტლის შენობაში შეჭრილი სოციალურად დაუცველები რამდენიმე საათის განმავლობაში აქციას მართავდნენ.

სოციალურად დაუცველები შენობაში შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებას ითხოვდნენ.  დღის ბოლოს მათ რაიონის გამგებელი შეხვდა, რომელმაც  სოციალურად დაუცველებს განუმარტა, რომ შენობა არ ეკუთვნის გამგეობას და ის უახლოეს პერიოდში უნდა დაცალონ.

როგორც შენობაში შეჭრილები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ ყოფილი ჰოსპიტლის დატოვებას და ორხევის დასახლებაში გადასვლას, სადაც გამგეობა დროებით საცხოვრებლად ფართს სთავაზობს, ქირის გადახდით.

იტვირთბა....