საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს პოლიტიკურ საკითხებში ჯეფრი ფელტმანს შეხვდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში ჯეფრი ფელტმანი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება.