ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

განგაში ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტში

განგაში იყო ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტში. გუშინ ღამით, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე საეჭვო პირი გადაადგილდებოდა, რომელსაც, შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა. მოგვიანებით დააკავეს ერთი ადამიანი, რომელსაც პოლიციის თქმით, ბომბი არ აღმოაჩნდა.

საფრთხის გამო აეროპორტმა დროებით შეწყვიტა მუშაობა. 4 საათის განმავლობაში ბლოკირებული იყო შენობასთან მისასვლელი ყველა გზა. უასფრთხოების მიზნით, მგზავრები და პერსონალი გამოიყვანეს.

სამართალდამცველებმა საეჭვო პაკეტი უკვე შეამოწმეს, თუმცა ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.

ღამით ევაკუირებული იყო ლაიდენის რკინიგზის სადგურიც, თუმცა განგაში ცრუ აღმოჩნდა.

იტვირთბა....