ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა

17 წელი აგვისტოს ომიდან  

აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. ; 2008 წლის რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციის შედეგად 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საქართველოს 2 232 მოქალაქე დაიჭრა და დაშავდა; საქართველოს ტერიტორიაზე 263 598 დევნილია; საქართველომ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად რჩება.

“მცოცავი ოკუპაცია”, ტერიტორიების მიტაცება და ადამიანების გატაცება დღემდე გრძელდება. საოკუპაციო ხაზთან მაცხოვრებელ საქართველოს მოქალაქეებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად უწევთ.

 

ჰააგაში გამართლებული საქართველო

2022 წლის 16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა. 

დადასტურდა, რომ აგვისტოს ომში, ქართულ მხარეს ბრალი არ მიუძღვის და დამნაშავეებად გამოცხადდნენ რუსული და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.

აღნიშნული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან: დე ფაქტო ცხინვალის მაშინდელი “შს მინისტრი” მიხაილ მინძაევი, დე ფაქტო ცხინვალის შსს-ს წინასწარი დაკავების განყოფილების მაშინდელი უფროსი ჰამლეტ გუჩმაზოვი და დე ფაქტო ცხინვალის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში პრეზიდენტის მაშინდელი წარმომადგენლი დავით სანაკოევი.

ჰააგას გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაცია გაამტყუნა ევროსასამართლომაც.

28 აპრილის გადაწყვეტილებით, სტრასბურგმა რუსეთს საქართველოს სასარგებლოდ 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა. 

იტვირთბა....