ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვერსია: “ქართული ოცნება” თსუ-ს რექტორად დავით ნარმანიას ამზადებს

ბოლო დღეებში საუნივერსიტეტო ელიტა კულუარებში ალაპარაკდა, რომ “ქართული ოცნება” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად დავით ნარმანიას ამზადებს. ამის არგუმენტად კი ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული “დიაგნოზი” მოჰყავთ.

“ნარმანია თავისი მოღვაწეობით არის მეცნიერი, მეცნიერებიდან წამოვიდა ის პოლიტიკაში და შესაძლოა ეს შლეიფი ბოლომდე ვერ მოიშორა. ზედმეტად მკვლევარია, მაგრამ ეს არ აზარალებს იმას რასაც აკეთებს”_განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე კიდევ ერთი კულუალური ინფორმაციაა, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილის თამაშზე მიანიშნებს. წინა დღეებში მისმა საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და განაცხადა, რომ ეს იყო მისი გადაწყვეტილება და სურს როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა გააგრძელოს აქტიურად მოღვაწეობა და კონკრეტულად სამომვლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებაზე თავი შეიკავა.

წყარო: “ალია”

იტვირთბა....