თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
იტვირთბა....