კაკაო შევურიოთ ნახევარ პორცია ორცხობილას, დავამატოთ რძე ან ნაღები, დავტოვოთ ასე 10 წუთით. კარაქი შევურიოთ შაქარს და კარგად ავურიოთ, დავამატოთ კვერცხის გული, ფქვილი და სოდა, შემდეგ კი დარჩენილი ორცხობილა, ნუში და კონიაკი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად და დავუმატოთ ცომს. მომზადებული ცომი მოვათავსოთ ფორმაში და ვხარშოთ ორთქლზე 1 საათის განმავლობაში. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ ვანილის სოუსთან ერთად.
მასალა:
3 სუფრის კოვზი კაკაო
1-2 სუფრის კოვზი ნაღები
60 გრამი შაქარი
1/8 ლიტრი რძე
125 გრამი გახეხილი ორცხობილა
50 გრამი კარაქი
2 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი კონიაკი
2 სუფრის კოვზი გახეხილი ნუში
½ ჩაის კოვზი სოდა
60 გრამი ფქვილი