ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ლაშა ცანავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ლაშა ცანავა სუს-მა 31 ივლისს დააკავა, მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

იტვირთბა....