ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე საქართველო!“ – პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ განცხადება გააკეთა.

„ამ განცხადების ადრესატი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტია და არც ერთი პოლიტიკოსი. ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, დღის 4-საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ, 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ, მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე“, – თქვა პაატა ბურჭულაძემ.

იტვირთბა....