ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში გაერო-ს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 67 ადამიანი.
როგორც ისრალის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, მათი გასროლა საფრთხის აღმოფხვრას უკავშირდებოდა.
საკვების მოპოვების მცდელობისას პალესტინელების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად ვრცელდება.
შაბათს ღაზას სამხრეთით, ორ ჰუმანიტარულ პუნქტთან ახლოს ისრაელის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა.

