ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ ოთხივე პარტიის გაუქმებასთან დაკავშირებით“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ მედიასთან პარტიების გაუქმების საკითხზე გააკეთა კომენტარი.

„პარტიებს ჩვენ ვერ გავაუქმებთ, არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ერთადერთმა ორგანომ, საკონსტიტუციო სასამართლომ. ჩვენ რა თქმა უნდა მივმართავთ ოთხივე პარტიასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ოთხივე პოლიტიკური ძალა არის კოლექტიური ნაცმოძრაობა, უცხოური აგენტურა, რომელიც 2003 წლიდან ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. [ხაზარაძის და გახარიას არჩევნებში მონაწილეობა] არაფერს ცვლის, იმიტომ რომ არიან ამ კოლექტიური ძალის შემადგენლობაში“, – აღნიშნა კობახიძემ.

იტვირთბა....