„გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს “გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით, კოალიცია „ლელო ძლიერი საქართველო“ და გახარიას გუნდი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თანამშრომლობის საწყის პრინციპებზე, ეს თანამშრომლობა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც ჩვენს მოქალაქეებს გააჩნიათ. ეს მემორანდუმი და დოკუმენტი, რომლესაც ჩვენ ახლა ოფიციალურად საქართველოს მოქალაქეების წინაშე ხელი მოვაწერეთ ასახავს სწორედ თქვენ დაკვეთას, რომ კოორდინირებულად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე და კონკურენციის გამორიცხვით ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ყველა ველზე. მათ შორის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საქართველს მოქალაქეების იმ მთავარი საჭიროებების შესახებ საუბარი, ბრძოლა, წინააღმდეგობაში შესვლა ივანიშვილთან, მისვლის ლეგიტიმაციის არ მინიჭება და დაკოჭლება, მათ შორის საკრებულოების დონეზე, რაც ჩვენ გავაკეთეთ პარლამენტში“, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.

